ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა შორი მოქმედების რადიუსის რაკეტები, რომელთა სამიზნეა აშშ, აშშ-ის სამხედრო ბაზები სამხრეთ კორეაში და წყნარი ოკეანის რადიუსში.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის განცხადებით, ეს არის აშშ-ისა და სამხრეთ კორეის ერთობლივი სამხედრო სწავლების ფარგლებში ორი ამერიკული ავიაგამანადგურებლის მიერ დემონსტრაციულად შესრულებული ფრენის პასუხი.
კორეის ნახევარკუნძულზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც თებერვალში კორეის სახალხო დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ბირთვული იარაღი მესამედ გამოსცადა.