ინგლისიდან ბიზნესმენ ბორს ბერეზოვსკის გარდაცვალების ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ოლიგარქს, რომლის გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად თავის ჩამოხრჩობა დასახელდა, როგორც აღმოჩნდა ნეკნი ჰქონდა გატეხილი. ამას მისი ოჯახის წევრები ამტკიცებენ. ალბათ, ბიზნესმენის გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებულ ყველა კითხვას პასუხს ის გამოძიება გასცემს, რომელიც დღეს იწყება.
გვამის გაკვეთის შედეგად დადგინდა, რომ ბერეზოვსკის ნეკნი ჰოქნდა გატეხილი. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გაზეთი "The Guardian" -ი ავრცელებს, რომელიც თავის მხრივ ბერეზოვსკის ოჯახში არსებულ წყაროს ეყრდნობა. ამასთან ერთად, სილურჯეები გვამს არ აღენიშნებოდა. ჯერ ჯერობით არ არსებობს ინფრმაცია იმის შესახებ თუ რა წამოშობის იყო ნეკნის გატეხვა.
ბერეზოვსკის დაკრძალვა ალბათ მხოლოდ ექვსი კვირის შემდეგ გაიმართება, მას შემდეგ რაც პოლიცია ყველა დადგენილ ექსპერტიზას დაასრულებს და ცხედარს ახლობლებს გადასცეს. ჯერ ჯერობით ასევე უცნობია ისიც თუ სად დაკრძალავენ ბერეზოვსკის. რუსეთის ხელისუფება არ გამორიცხავს, რომ ის რუსეთში დაიკრძალოს. თუმცა მისი მეგობრები აცხადებენ, რომ ბერეზოვსკი ან ლონდონში ან ისრაელის ტერიტორიაზე უნდა დაიკრძალოს.
ოლიგარქის გარდაცვალების მიზეზებს მისი აღმატებულების კორონერი პიტერ ბერფორდი იძიებს.
როგორც წესი, კორონერი მხოლოდ იმ შემთხვევაში ერთვება საქმეში, თუკი ადამიანი ისეთ გაურკვეველ გარემოებებში იღუპება, რომელთა მიხედვითაც მალევე სიკვდილის მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება.
კორონერის თანამდებობის ანალოგი რუსეთში არ არის, ამიტომაც მისი სასამართლო ექსპერტად მიჩნევა სწორი არ იქნება. კორონერის პასუხისმგებლობის არეალში შედის სასამართლო ექსპერტიზა, წინასწარი გამოძიება და სასამართლოც კი. თუ კორონერი მიიჩნევს, რომ გარდაცვალებას კრიმინალური ხასიათი ჰქონდა, საქმე სისხლის სამართლის სასამართლოს გადაეცემა.
შეგახსენებთ, რომ ბორის ბერეზოვსკის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 23 მარტს საღამოს გავრცელდა.