ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის გიორგი არველაძის განცხადებით, ლიბერთი ბანკი გასცემს სამივე ტიპის შეღავათიან აგრო კრედიტს და პროექტში ყველაზე ფართო მასშტაბითაა წარმოდგენილი: 500-ზე მეტი მომსახურების ობიექტით, მათ შორის 100 მობილური სერვის ცენტრით, რომლებიც 400-ზე მეტ სოფელს აწვდიან საბანკო მომსახურებას. ფერმერული/გლეხური მეურნეობების მფლობელებს ლიბერთი ბანკი 0%-იან, 6 თვიან სასაქონლო კრედიტს მყისიერად დაუმტკიცებს. პროექტში აგრეთვე ჩართულია ბანკის პარტნიორი, საწარმოო საშუალებების (სათესლე და სარგავი მასალა, პესტიციდები, ვეტპრეპარატები და ა.შ.) 80-მდე მომწოდებელი.
დამატებით, ლიბერთი ბანკი აგრო კრედიტორებს გადასცემს Sმარტივი ბარათს, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია სესხის დისტანციურად, თვითმომსახურების ტერმინალების გამოყენებით დაფარვა.
ლიბერთი ბანკი მოუწოდებს ფერმერული მეურნეობების მფლობელებს, აქტიურად ისარგებლონ შეღავათიანი აგრო კრედიტით.