უკრაინაში უმაღლეს ადმინისტრაციულ სასამართლოსთან ვიქტორ იანიკოვიჩის მომხრეები იკრიბებიან. "ინტერფაქსის" ინფორმაციით, ამჟამად სასამართლოსთან რამდენიმე ასეული რეგიონების პარტიის აქტივისტია შეკრებილი.
ერთ საათში იულია ტიმოშენკოს მიერ შეტანილი სარჩელის განხილვა დაიწყება - ტიმოშენკო ცესკო-ს გადაწყვეტილების, ვიკტორ იანუკოვიჩის პრეზიდენტად გამოცხადებასთან დაკავშირებით, ბათილად ცნობას მოითხოვს.
შეგახსენბთ, რომ უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 14 თებერვალს, ოფიციალურად გამოაცხადა ვიქტორ იანუკოვიჩი ქვეყნის ლეგიტიმურ პრეზიდენტად.