გუანტანამოს სამხედრო ბაზაზე განთავსებულ ციხეში მოშიმშილეთა რაოდენობა 31 -მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ პენტაგონი ადასტურებს.
პენტაგონის ინფორმაცით, 166 ტუსაღიდან 31 შიმშილობს.
აღნიშნულის გამო, საერთშაორისო წითელი ჯვარი გუანტანამოში საკუთარ წარმომადგენლებს აგზავნის.
გავრცელებული ინფორმაციით, გუანტანამოს ბაზაზე მიმდინარე შიმშილობის პროცესმა უკიდურესად მძიმე ფორმა მიიღო, რის გამოც წითელი ჯვრის წარმომადგენლები კუბაში განთავსებულ აშშ-ის სამხედრო ბაზაზე დაგემილზე ერთი კვირით ადრე ჩავლენ.
გუანტანამოს ბაზაზე მყოფი პატიმრების ერთ ნაწილს ჯერაც არ აქვს წაყენებული ბრალი, მრავალი მათაგანის შიმშილობის მიზეზი აშშ-ის ხელისუფლების დამოკიდებულებაა.
მოშიმშილეთა რაოდენობა თანდათანობით იზრდება. გასულ კვირას ბაზაზე 21 ტუსაღი შიმშილობდა.
უფლებათადამცველები და ადვოკატები აცხადებენ, რომ შიმშილობა აშშ-ის სამხედრო ხელისუფლების გაურკვევლობის შედეგია, რომელმაც არ იცის რა უყოს ბაზის ტუსაღებს.
100-მდე პატიმარს უკვე მოეხსნა ბრალი, თუმცა ისინი რჩებიან ბაზაზე აშშ-ის კონგრესის გადაწყვეტილების გამო, რომელმაც გუანტანამოს ტუსაღებზე მნიშვნელობანი შეზღუდვები დააწესა.
ამავე დროს, აშშ-ის ხელისუფლება უარყოფს ბრალდებას, რომ შიმშილობის მიზეზი პატიმრების მიმართ ღირსების შემლახავი დამოკიდებულება გახდა. კერძოდ, ჩხრეკისას მუსულმანური წმინდა ტექსტების ასლებისადმი უდიერი მოპყრობა.
გუანტანამოს სამხედრო ბაზაზე პირველი ტუსაღები 2002 წელს ჩაიყვანეს. ბაზაზე 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ დაკავებული პირები გადაჰყავდათ, რომლებსაც ბრალი ედებოდათ ტერაქტის ორგანიზებაში, მონაწილებასა და ტერორიტული ორგანიზაციების წევრობაში.