ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შიდა ქართლში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციას 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით „საქონლისა და მომსახურების" მუხლში გათვალისწინებული აქვს 127 800 ლარი, საიდანაც საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის თანახმად, გაიწევა ოფისის შენახვასთან დაკავშირებული ნებისმიერი ხარჯი.
მათ შორის, კომუნალური, ასევე საწვავის შესყიდვასთან დაკავშირებული ხარჯები.
"გამომდინარე იქიდან, რომ შიდა ქართლის საგანგებო სიტუაციების სამსახური სახელმწიფო რწმუნებულის- გუბერნატორის დაქვემდებარებული სამსახურია, ადმინისტრაცია აღნიშნული მუხლიდან გასწევს როგორც ელექტროენერგიის და წყლის, ისე ბუნებრივი აირისა და საწვავის ხარჯებს.
ხარჯვის არსებული დინამიკის გათვალისწინებით (27 მარტის მდგომარეობით „საქონლისა და მომსახურების" მუხლიდან პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მიერ დახარჯულია 26 544 ლარი) ბიუჯეტში დარჩენილი 101 256 ლარი სრულიად საკმარისია წლის ბოლომდე აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ხარჯების დასაფინანსებლად"- ნათქვამია ფინანსტა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.