ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტს პასუხობს. როგორც ცნობილია, მიხეილ სააკაშვილმა შტორმის შედეგად დაზიანებული ახალი ბულვარის სანაპიროს დათვალისრებისას განაცხადა, რომ ბათუმში ნაპირსამაგრი სამუშაოები აუცილებლად უნდა დასრულდეს, რომელიც ქალაქის ბიუჯეტის შემცირების გამო შეჩერებულია.
"პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადებები არ შეესაბამება სიმართლეს, ქალაქში ნაპირსამაგრი სამუშაოები ერთი წუთითაც არ შეჩერებულა, მიმდინარე წელს ამ მიზნით აჭარის ბიუჯეტში 3 240 000 ლარია გამოყოფილი და კიდევ 3 მილიონის გადმორიცხვას საქართველოს მთავრობა დაჰპირდა. მაშინ როცა 2011 წელს ნაპიგამაგრებითი სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 416 600 , ხოლო 2012 წელს 1 483 200 ლარი იყო გამოყოფილი"- განმარტავს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი.
საკრებულოს თავმჯდომარემ განცხადება „ბათუმი ბარაკების გარეშე" პროექტთან დაკავშირებითაც გააკეთა, აღნიშნული პროექტი ქალაქის თვითმმართველკობაში 2008 წელს დამტკიცდა, თუმცა ამ ეტაპისთვის მუნიციპალიტეტის მიერ, მხოლოდ 199 ბინა არის გაცემული და აქედან ბინების ნაწილი ლერმონტოვის ქუჩაზე ეკომიგრანტებს, ნაწილი ყინულის სასახლის, გამწმენდი ნაგებობისა და საფეხბურთო სტადიონის ასაშენებლად ტეროტორიების გამოთავისუფლების მიზნით, აღებაში მოხვედრილ ოჯახებს გადაეცათ. ხოლო ბათუმისთვის პროექტი „ბათუმი ბარაკების გარეშე" ისევ პროექტად და მთავარ პრობლემად დარჩა.