საქართველოს ფინანსთა სამინისტრო განაგრძობს სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარებას.
დღეს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ რაიონის გამგეობას უსასყიდლოდ გადასცა სახლების გადახურვისთვის საჭირო ხე-ტყის მასალა.
დაზიანებული სახლების გადახურვისთვის საჭირო ხის მასალის დატვირთვას მომსახურების სააგენტოს მუხიანის ბაზიდან პირადად დაესწრო საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური.
,,ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აქვს 3 საწყობი, სადაც განთავსებულია საშენი მასალა. შესაბამისად, არ მოგვიწევს ხე-ტყის მასალის შეძენა და ფინანსთა სამინისტრო თავისი რესურსებით უზრუნველყოფს დაზარალებული მოსახლეობის დახმარებას. გადავარჩიეთ საკმაოდ ხარისხიანი ხის მასალა, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ სახლების გადახურვა მოხდეს კაპიტალურად რათა აღარ განმეორდეს მსგავსი შემთხვევები მომავალში. 50-60 კუბური მეტრი მასალა მოხმარდება მცხეთის რაიონს, 60 კუბური მეტრი ხის მასალა უკვე გადაეცა ოზურგეთის რაიონს. ასე რომ, ვფიქრობთ, ამ ორი რაიონის მიმართულებით დაგვჭირდება მხოლოდ ლითონის კონსტრუქციების შეძენა," - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.
მასალის გამოყენების პირობები