სამწუხაროა, რომ ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის პროცესი ძალიან ნელი ტემპით მიდის. იმდენად, რომ ეს ხშირ შემთხვევაში შეუმჩნეეველიც არის", -განაცხადა ,,ღია ეთერისთვის" მიცემულ ინტერვიუში ,,დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის კომენტირებისას და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ვერ ახერხებს იმ თემების წამოწევას, რომელიც ზედაპირზე დევს.
,,საზოგადოებაში დღეს არის განცდა, რომ ხელისუფლება ვერ ახერხებს იმ თემების წამოწევას და ადეკვატურად ამ თემების წარმოჩენას, რომელიც ზედაპირზე დევს", -განაცხადა ნინო ბურჯანაძემ და აღნიშნა, რომ დღემდე ვერ მოხერხდა რეზონანსული საქმეების გამოძიება.
,,ამ ექვსი თვის განმავლობაში, რომელიც პრინციპში საკმარისი ვადა იყო გამოძიებისათვის არ გამოძიებულა ისეთი რეზონანსული საქმეები როგორიც არის თუნდაც 26 მაისი და ბევრი სხვა დანაშაული. გამოძიება, რომ ჩატარებულიყო და ბრალდებები, რომ წასდგენოდა დაწყებული ვანო მერაბიშვილიდან და გაგრძელებული ბევრი სხვა ,,ნაციონალური მოძრაობის" მაღალი თანამდებობის პირებით და წარსდგენოდათ მათ ის ბრალი რაც არავითარ შემთხვევაში არ არის პოლიტიკური დევნა, არამედ არის აბსოლუტურად ობიექტური, სამართლიანი პრეტენზიები დღეს ისინი ამდენს ვერ გაბედავდნენ", -განაცხადა ნინო ბურჯანაძემ და აღნიშნა, რომ ახალი ხელისუფლების მიმართ საზოგადოების მთავარი მოთხოვნა სამართლიანობის აღდგენა იყო.
,,საზოგადოების მთავარი მოთხოვა იყო სწორედ სამართლიანობის აღდგენა. სამართლიანობის აღდგენა დღეს არ მომხდარა იმიტომ, რომ ვერ დამისახელებთ ვერც ერთ შემთხვევას, ან შეიძლება მე არ ვიცი მიუხედავად იმისა, რომ პრესას, ელექტრონულ მედიასა და ტელეეთერებს ძალიან ყურადღებით ვადევნებ თვალს, არ ვიცი არცერთი შემთხვევა რომ რომელიმე ჩვენს თანამოქალქეს ერთი ჯიხური, ან ერთი ავტოფარეხი დაბრუნებოდეს და აღდგენილიყოს რომელიმე მათგანის საკუთარების უფლება, არ ვიცი არცერთი შემთხვევა, რომ ბიზნესმენებს დაბრუნებოდათ საკუთარი ბიზნესი, რომელიც წართმეული ჰქონდათ", -განაცხადა ,,დემოკრატიული მოძრაობის" ნინო ბურჯანაძემ.