აშშ-ის საიდუმლო სამსახურს, რომელსაც სახელმწიფოს პირველი პირების დაცვა ევალება, პირველად სათავეში ქალი ჩაუდგება. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ საიდუმლო სამსახურის დირექტორის პოსტზე ჯულია პირსონი წარადგინა.
53 წლის პირსონმა საიდუმლო სამსახურში მუშაობა 30 წლის წინ დაიწყო. ბოლო დროს მას ამავე სამსახურის აპარატის უფროსის თანამდებობა ეკავა.
"მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ჯულია პირსონს ვნიშნავ აშშ-ის საიდუმლო სამსახურის უფროსად", - განაცხადა ბარაკ ობამამ და დასძინა, - "პირსონს აქვს ყველა თვისება, რათა საკმაოდ საპასუხიმგებლო სტრუქტურას უხელმძღვანელოს, რომელიც არა მხოლოდ იცავს ამერიკელებს უდიდეს ღონისძიებებზე და უზრუნველყოფს ჩვენი ფინანსური სისტემის უსაფრთხოებას, არამედ იცავს ჩვენს ლიდერებს და მათი ოჯახის წევრებს, მათ შორის ჩემსასაც".
აშშ-ის მედია ობამას გადაწყვეტილებას უწყებაში არსებული ატმოსფეროს შეცვლის სურვილით ხსნის. საიდუმლო სამსახურს საკმაოდ შეულახა რეპუტაცია გასულ წელს კოლუმბის ქალაქ კატრახენაში მომხდარმა ფაქტმა, სადაც ბარაკ ობამა ამერიკის სამიტში მონაწილეობდა.
მაშინ უწყების 13-მა თანამშრომელმა სასტუმროში გასართობად ქალები მიყვანეს და საკამაოდ გამოთვრნენ კიდეც.