ავსტრიაში დიდთოვლობის გამო ავტომაგისტრალზე 100-მდე ავტომანქანა დაეჯახა ერთმანეთს. დაღუპულია ერთი ადამიანი.
ავარია ვენის დასავლეთით, A1 მაგისტრალზე მოხდა. ავარიის გამო 2 კილომეტრიანი საცობი წარმოიშვა.
ავსტრიის პოლიცის ინფორმაციით, ასამდე ავტომანქანიდან 40 სატვირთოა, ხოლო დანარჩენი მსუბუქი ავტომანქანა.
ავარიის მიზეზად თოვლი და გზის მოყინვა სახელდება.
შეგახსენებთ, რომ ევროპაში უამინდობაა. ამ დროისთვის უჩვეულო ამინდები - ყინვა და დითოვლობა სინოპტიკოსების ინფორმაციით კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება.