27 მარტს, 13:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში" (ვარდების მოდანი #1) გაიმართება კომპანია „ნატახტარისა" და ასოციაცია „ჩვენი სახლი - საქართველოს" ერთობლივი პრესკონფერენცია, რომლის დროსაც ჟურნალისტებს და სხვა დაინტერესებულ პირებს, „ნატახტარისა" და ასოციაციის წარმომადგენლები, „ფონდი ნატახტარის" საქველმოქმედო პროექტის - „იზრუნე მომავალზე" - ფარგლებში მზრუნველობამოკლებული მოზარდების დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადების ხელშეწყობისთვის განხორციელებული 1 წლის (2012 წლიდან დღემდე) საქმიანობისა და ფინანსურ ანგარიშს ჩააბარებენ.
პრესკონფერნეციის დროს, ჟურნალისტებს ასევე გააცნობენ, მეორე ტალღის განმავლობაში, 2012 წლის ნოემბრიდან 2013 წლის თებერვლის ჩათვლით, შეგროვებული თანხის მოცულობას. ღონისძიებაზე ასევე ისაუბრებენ „ფონდი ნატახტარის" მიმდინარე წლის გეგმებსა და თანხის შეგროვებსი სხვა მექანიზმებზე