,,საერთო საერთო სასამართლოების შესახებ" კანონი ხელს შეუწყობს სასამართლო სისტემის უკეთეს ფუნქციონირებას, _განაცხადა ,,მაესტროს" ეთერში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ კახა კოჟორიძემ ,,საერთო სასამართთლოების შესახებ" პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის კომენტირებისას.
,,ბევრი მნიშვნელოვანი სიახlე შემოდის ამ კანონპროექტით. ზოგადად კანონპროექტის სულისკვეთება ვენეციის კომისიის მიერ არის ცალსახად მოწონებული და აღნიშნულია, რომ ეს არის პირდაპირ მიახლოება ევროპულ სტანდარტებთან. ვენეციის კომისიამ გამოთქვა გარკვეული შენიშვნები, რომელიც საზოგადოებამ კარგად იცის. მათი ნაწილი არის გაზიარებული, ნაწილი არ არის, ან ნაკლებად არის გაზიარებული, თუმცა მთლიანობაში მიუხედავად იმისა, რომ ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია გაზიარებული არ იქნა, ვფიქრობთ, რომ ეს კანონი ხელს შეუწყობს სასამართლო სისტემის უკეთეს ფუნქციონირებას", -განაცხადა კახა კოჟორიძემ.
შეგახსენებთ, რომ ,,საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტს დეპუტატებმა სამ აპრილს უნდა უყარონ კენჭი.