მოზარდებში კალათბურთის პოპულარიზაციისა და სპორტის ამ სახეობის მხარდაჭერის მიზნით, ვეტერანი კალათბურთელების ინიციატივით, თბილისის კალათბურთის ფედერაცია დაფუძნდა. ფედერაციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ თბილისში არსებული სპორტული სკოლებისა და კლუბების წარმომადგენლები.
დღეს „დინამოს" საკალათბურთო ბაზაზე თბილისის კალათბურთის ფედერაციის პრეზენტაცია და გაფართოებული ყრილობა გაიმართება, სადაც ფედერაციის წევრებსა და დელეგატებს აირჩევენ.
თბილისის კალათბურთის ფედერაცია აქტიურად ითანამშრომლებს, როგორც საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასთან, ასევე თბილისის მერიის სპორტის სამსახურთან და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან.