,,სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი, დაახლოებით ხუთი მილიონი ლარია", -განაცხადა აჭარაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის კომენტირებისას.
,,მინდა მოგახსენოთ იმ ზარალის შესახებ, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას სტიქიის შედეგად მიადგა. ეს არის ხუთი მილიონი ლარი დაახლოებით. ამას კიდევ შეიძლება დაემატოს თანხა, ან მოაკლდეს თახა", -განაცხადა კახა კალაძემ და აღნიშნა, რომ ძირითადი ზიანი აჭარის მოსახლეობას მიადგა.
,,ქობულეთში დაზიანდა 61 კერძო სახლი და ორი მრავალბინიანი კორპუსი დაზიანდა, მათ სახურავები დაუზიანდათ. ასევე ქობულეთის სანაპირო ზოლიც დანგრეულია და ამ ყველაფრის რეაბილიტაციაა საჭირო. იგივე მდგომარეობა გვაქვს ბათუმში, სანაპირო ზოლი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია დანგრეულია და რეაბილიტაციას მოითხოვს", _განაცხადა კალაძემ და აღნიშნა, რომ სტიქიის შედეგად დაზიანდა გორში 38 მრავალბინიანი საცხოვრებელი და 110 კერძო სახლი.
კალაძის განმარტებით ოზურგეთის რაიონში დაზიანებულია 125 კერძო სახლი, ოთხი სკოლა და ორი ადმინისტრაციული შენობა. ვიცე-პრემიერის განმარტებით სტიქიის შედეგად ასევე დაზიანდა ურეკის პარკი.
კალაძის განცხადებით, საერთო ჯამში ოზურგეთსა და ურეკში მიყენებული ზარალი, რომელიც ჯერ დათვლილი არ არის, დაახლებით ერთი მილიონი ლარია.
ვიცე-პრემიერის განმარტებით სტიქიის შედეგად ხელვაჩაურში დაზიანდა 102 საცხოვრებელი სახლი. თბილისში კი დაზიანებულ სახლებზე პასუხისმგებლობას მერია აიღებს.