,,მივესალმები, თუ პრეზიდენტის ,,საერთო სასამართლოების" შესახებ კანონპროექტს ვეტოს დაადებს", -განაცხადა ,,პირველი რადიოს" პრესკლუბში სტუმრობისას ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ჩიორა თაქთაქიშვილმა.
,,მივესალმები პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომ იგი მზადაა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა სამართლებრივი ბერკეტი, მათ შორის ვეტოს დადება. ერთადერთი ვისზეც არის დამოკიდებული საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის ბედი და ამის ბერკეტი გააჩნია ეს,,ქართული ოცნებას", საპარლამენტო უმრავლესობას. ბიძინა ივანიშვილს, ამიტომ მოვუწოდებთ, მათ ეს საკითხი სერიოზულობით განიხილონ", _განაცხადა თაქთაქიშვილმა.