24 მარტს რუსთავის ავტოდრომზე საქართველოსსაავტომობილოსპორტისასოციაციის„GASA"-ს თასის მოპოვებისთვის წრიული რბოლა რუს მრბოლელებზექართველების გამარჯვებით და რევანშით დასრულდა.
„GASA"-ს თასი ტრადიციულად წელიწადში მხოლოდ ერთხელ თამაშდება და ამჯერად მისი მოპოვებისთვის ქართველ მრბოლელებთან ერთად რუსეთიდან ჩამოსული კარტინგებისა და ფორმულას კლასის ჩემპიონები ასპარეზობდნენ. მათ შორის იყო ვიქტორ შაიტარი, რომელმაც გასულ წელს საქართველოში არაერთ შეჯიბრში პირველობა მოიპოვა.
ამჯერად წრიული რბოლა „GASA"-ს თასის მოსაპოვებლად3 კლასში ჩატარდა. „ფორმულა ალფაში" დაძაბული ასპარეზობის შედეგად, საპრიზო ადგილებზე გავიდნენ:
1. იკო ჩხეიძე
2. დავით რამიშვილი
3. შოთა აფხაზავა
„ლეგენდსის" კლასში საპრიზო ადგილები დაიკავეს:
1. შოთა აფხაზავა
2. ვიქტორ შაიტარი
3. დათა ქაჯაია
ძარიანი ავტომობილების კლასში გამარჯვება მოიპოვეს:
1. GT Unlimited -სანდრო ცხადაძე
2. GT Unlimited -გიორგი ფირცხალაიშვილი
3. GT Unlimited - შაკო ციხელაშვილი
1. Mono კლასი - დავით მენთეშაშვილი
2. Mono კლასი - დავით ჩხიკვიშვილი
3. Mono კლასი -სანდრო ლომაძე
„დღევანდელი შეჯიბრი იყო ერთგვარი გახურება ოფიციალური ჩემპიონატის და ზოგადად საავტომობილო შეჯიბრებების სეზონის დაქოქვამდე. მიხარია, რომ ამ დაძაბული და საინტერესო შეჯიბრისშედეგი ქართველი მრბოლელებისთვის ასეთი წარმატებით დასრულდა და პრესტიჟული ჯილდო ქართველებმა არ დავთმეთ. ახალი სეზონისთვის კარგად მომზადებულები ვართ. წლევანდელი სეზონი იქნება ყველაზე აზარტული და საინტერესო, რადგანაც ვგეგმავთ სამი ავტომობილის გათამაშებას და ეს ამბიციური განაცხადი საკმაოდ წამახალისებელი გარემოება იქნება ნებისმიერი ავტომოყვარულისთვის" - აცხადებს ავტოდრომის დირექტორი მევლუდ მელაძე.
უამინდობის მიუხედავად, რბოლას უამრავი გულშემატკივარი ესწრებდა და დაძაბულიასპარეზობის ნებისმიერ მონაკვეთს ავტოდრომზე დამონტაჟებული გრანდიოზული ეკრანის და ტრეკზე არსებული 28 კამერის საშუალებით თვალყურსონ-ლაინ რეჟიმში ადევნებდა.
საავტომობილო სპორტის სეზონი წლეულს ყველაზე დატვირთული იქნება. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროში 11 აპრილს იგეგმება ავტოსპორტის გასული სეზონის გამარჯვებულების დაჯილდოვება და 2013 წლის ჩემპიონატის კალენდრის გამოქვეყნება.