სახლში, სადაც რუსი ოლიგარქი ბორის ბერეზოვსკი გარდაიცვალა, პოლიცია და ექსპერტები - ქიმიკოსები, რადიოლოგები, ბიოლოგები და ატომური ენერგიის სპეციალისტები მუშაობენ.
ბერკშირის საგრაფოს პოლიციამ განაცხადა, რომ ბიო-ქიმიური და რადიოლოგიური კვლევა სიფრთხილისა და სხვადასხვა ვერსიების გამორიცხვის მიზნით ტარდება.
ბერეზოვსკის კუთვნილი სახლი პოლიციის მიერა გარშემორტყმულია.
ბორის ბერეზოვსკის ცხედარი შაბათს იპოვეს. "სასწრაფო დახმარების ბრიგადა შემთხვევის ადგილზე ადგილობრივი დროით 15:18 საათზე მივიდა.
ბრიტანელი სამართალდამცავების განცხადებით, მათ არ შეუძლიათ დაბეჯითებით განაცხადონ, ზუსტად რა გახდა ოლიგარქის გარდაცვალების მიზეზი.
ბი-ბი-სის ინფორმაციით, ბოლო დროს ბერეზოვსკი დათრგუნული იყო და ფინანსურ პრობლემებს განიცდიდა.