ბორის ბერეზოვსკი გარდაიცვალა. ამის შესახებ მისმა სიძემ, ეგორ შუპემ თავის "ფეისბუქზე" განაცხადა. ბიზნესმენი ლონდონში, ადგილობრივი დროით 11 საათზე გარდაიცვალა. სხვა ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება, თუმცა რუსულმა ინტერნეტ-მედიამ ცნობა უკვე გაავრცელა. მომხდარის დეტალების შესახებაც, ამ ეტაპზე, ცნობილი არაფერია. რუსული მედია აღნიშნავს, რომ ბერეზოვსკი, უკანასკნელ ხანებში ღრმა დეპრესიაში იყო და არავისთან კონტაქტობდა.
ბორის ბერეზოვსკი დიდ ბრიტანეთში 2001 წლიდან ცხოვრობდა. 2003 წელს მან პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიიღო. 2008 წელს, ჟურნალმა „ფორბსმა" მისი ქონება 1,3 მილიარდ დოლარად შეაფასა.