კიევში დიდთოვლობის გამო საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოცხადდა. ქალაქის ადმინისტრაციის მონაცემებით, 22 მარტს, უკრაინის დედაქლაქში 50 მმ-ზე მეტი თოვლი მოვიდა.
კომუნალური სამსახურების დასახმარებლად პრეზიდენტის პოლკიდან ხუთი ჯავშანმანქანა გაიგზავნა.
"აეროპორტში კეთდება ყველაფერი, რათა შესრულდეს რეგულარული რეისები", - იტყობინება ბორისპოლის აეროპორტის პრესსამსახური.
ქარბუქისა და დიდთოვლობის გამო, ელექტროენერგიის გარეშე დარჩა უკრაინის ცამეტი ოლქის ქალაქები და სოფლები.