აშშ-ს სამხედრო ბაზაზე "კუანტიკოზე" რომელიც ვირჯინიის შტატში მდებარეობს სამხედრო-საზღვაო ქვეითმა თანამებრძოლებს გაუხსნა ცეცხლი და ორი მათგანი მოკლა. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ჯარისკაცმა ჯერ ერთი თანამებრძოლი მოკლა და მას შემდგე რაც სროლა ატყდა ყაზარმაში გამაგრდა. ყაზარმაში შეღწევის შემდეგ იქ კიდევ ერთი მოკლული სამხედრო და თავად მკვლელი აღმოაჩინეს, რომელმაც სავარაუდოდ, თავი მოიკლა. გარდაცვლილთა ვინაობა არ ხმაურდება, ცნობილია მხოლოდ ის, რომ ისინი საზღვაო ოფიცრების სკოლის კურსანტები არიან.