28 მარტს, 18:00 საათზე, ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის მცირე დარბაზში საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი გაიმართება.
კონცერტში მონაწილეობენ: ნატა აფციაური, ეკა ბოკუჩავა, ლიზი ვერხვიაშვილი, ნათია ნატროშვილი და ლექსო პირმისაშვილი. ხელმძღვანელი- ედიშერ რუსიშვილი.
პროგრამაშია: ბეთჰოვენის, შოპენის, შუმანის და ლისტის ნაწარმოებები.
დასწრება თავისუფალია.