,,სარეიტინგო კენჭისყრით ,,ქართულმა ოცნებამ" სულ მცირე ცხოვრება გაირთულა",_ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ექსპერტმა პოლიტიკის საკითხებში ხათუნა ლაგაზიძემ საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილების კომენტირებისას და აღნიშნა, რომ ამერიკელებისთვის მნიშვნელოვანი იყო, კოჰაბიტაციური პროექტი შემდგარიყო იმ სახით რა სახითაც შედგა.
,, დასავლეთის პროექტი_ დემოკრატიის შუქურა ქართულ რეალობაში ჩაანაცვლა ახალმა პროექტმა კოჰაბიტაციამ. გუშინ ამ პროექტის ზეობის ხანა იყო. ამერიკელებისთვის როგორც ჩანს, მნიშვნელოვანი იყო, რომ გუშინ ეს პროექტი შემდგარიყო იმ სახით რა სახითაც შედგა ", -განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ, რომლმაც აღნიშნა, რომ შესაძლოა აშშ-ის ელჩის პარლამენეტში სტუმრობა გარკვეულწილად ამ მიზნითაც ყოფილიყო განპირობებული.
ხათუნა ლაგაზიძის განმარტებით, საპარლამენტო უმრავლესობამ სარეიტინგო კენჭის ყრით ,,ნაციონალური მოძრაობის" რეიკარნაცია მოხდინა.
,,როგორი მწვავეც არ უნდა იყოს ამის თქმა, ფაქტობრივად, გუშინდელი კენჭის ყრა იყო არა იმდენად საკონსტიტუციო ცვლილებებზე, არამედ ,,ნაციონალური მოძრაობის" რეიკარნაცია და მისი სიცოცხლის მეორე შანსის მიცემა", -განაცხადა ლაგაზიძემ და აღნიშნა, რომ ,,ქართულმა ოცნებამ" არჩევანი უარსზე შეცერა.
,,არის შემთხვევები, როდესაც ორი უარესობიდან ნაკლებად უარესს ირჩევ. გუშინ სწორედ ასეთი შემთხვევა გვქონდა. ვფიქრობ, ნაკლებად უარესი იქნებოდა საკონსტიტუციო ცვლილებების არ მიღება და თუნდაც ჩავარდნა, იმიასთან შედარებით რაც გუშინ ვიხილეთ. სარეიტინგო კენჭისყრა ,,ნაციონალურ მოძრაობას" შესაძლებლობა მისცა ერთის მხრივ, შემოკრიბოს თითოეული ნაციონალი, მათ შორის ისინიც ვინც ადმინისტრაციულ ორგანოებში მუშაობს, ხოლო მეორე ამ გადაწყვეტილებით ,,ნაციონალებმა" დასავლეთს აჩვენა, რომ ცოცხოხლობენ და მათზე ფსონი ჩამოვიდნენ", -განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ლაგაზიძემ და აღნიშნა, რომ სარეიტინგო კენჭისყრით ,,ქართულმა ოცნებამ" ცხოვრება გაირთულა.
,, სარეიტინგო კენჭისყრით ,,ქართულმა ოცნებამ" სულ მცირე ცხოვრება გაირთულა. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ სააკაშვილი არ გამოეყენებდა კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას და მთავრობას არ გადააყენებდა, რადგან ამ შემთხვევაში სააკაშვილს რჩებოდა რამდენიმე საათი, რომ სახმელეთო, საჰაერო გზით დაეტოვებინა ქვეყანა. ეს ყველაფერი პრეზიდენტმა კარგად იცის და სწორედ არ აამოქმედებდა ამ ნორმას", _განაცხადა ლაგაზიძემ.