ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ მოქმედ მთავრობას საკონსტიტუციო ცვლილებებით დათხოვნის საფრთხე მოეხსნა. როგორც მან "პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბში განაცხადა, პრეზიდენტის განცხადებების მიუხედავად, როკმ ის მთავრობის დათხოვნას არ აპირებდა, მისთვის ნდობა არ შეიძლებოდა.
მისი თქმით, პრეზიდენტს თავის გამოსვლებში მტკნარი სიცრუე არაერთხელ უთქვამს.
"გამომდინარე იქიდან, რომ მას არაერთხელ ჩაურთავს მტკნარი სიცრუე თავის გამოსვლებში. ძნელია დაუჯერო ადამიანს, რომელიც არ თაკილობს სიცრუეს თავის გამოსვლებში. საპარლამენტო გამოსვლისას მან განაცხადა, რომ ქართველები 12 მლნ ვართ, როდესაც ასეთ ტემებს აცხადებს პოლიტიკური ტრიბუნიდან, ძნელია ენდო", - განაცხადა ცისკარიშვილმა.
მისი თქმით, ქვეყანაში სიმშვიდისთვის ნამდვილად ჯობს, რომ ასეთი მუხლი კონსტიტუციაში არ არსებობს.
ცისკარიშვილის განცხადებით, "ქართული ოცნება" და მისი გუნდი აღარ იქნება საფრთხის ქვეშ, რომ მის მთვრობას დაითხოვენ.
"მას ასე მარტივად ვეღარ ჩამოაშორებს სააკაშვილი პოლიტიკას. ასე რომ, ხელ-ფეხი ეხსენება იმ ადამიანებს, რომლებსაც აქამდე პირში წყალი ჰქონდა დაგუბებული. ცვლილებები აღარ შეიცავს საფრთხეს მთავრობის გადაყენების და უბის წიგნაკიდან ამოღებული მთავრობის დანიშვნის", - განაცხადა ექსპერტმა.
მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კრიტიკა იქნება, თუმცა იქნება კეთილ ფაქტებზე დამყარებული.
საკონსტიტუციო ინიციატივა პრეზიდენტის მიერ მთავრობის დათხოვნასთან დაკავშირებულ საკითხზე გუშინ, პირველი მოსმენით გავიდა - 135 ხმა არც ერთის წინააღმდეგ. ცვლილებებს დეპუტატები დღეს მეორე მოსმენით განიხილავენ.