,,პარლამენტს დაუბრუნდა ის უფლებამოსილება რაც მას წართმეული ჰქონდა სააკაშვილის მიერ", -განაცხადა ჟურნალისტებთან მთავრობის სხდომის დაწყებამდე ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კომენტირებისას და აღნიშნა, რომ პარლამენტისთვის წართმეული უფლებამოსილების დაბრუნებას მიესალმება.
"პარლამენტს დაუბრუნდა ის უფლებამოსილება რაც მას წართმეული ჰქონდა სააკაშვილის მიერ 2004 წელს. ამ გადაწყვეტილებით თითოეულ დეპუტატს გაეზარდა უფლებამოსილება, რაც ბუნებრივია მისასალმებელია", - აღნიშნა კახი კალაძემ.