ხვალ, 23 მარტს, 24:00 საათზე, 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის მორიგ შეხვედრას საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
საქართველოს ნაკრები 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეხუთე მატჩს მართავს. ნაკრები ჯგუფში მეოთხე ადგილზე იმყოფება. ცხრილის სათავეში კი ესპანეთის ნაკრებია.
მქართველმა ფეხბურთელებმა ამ დრომდე გამართული ოთხი შეხვედრიდან ერთი მოიგეს, ერთი ფრედ ითამაშეს და ორ მატჩში დამარცხდნენ.
მატჩის ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" განახორციელებს.