პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, პავლე კუბლაშვილის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ძირითადად საბანკო რეგულაციებს შეეხება, სესიაზე პირველი მოსმენით გარკვეული ცვლილებებით გავა. ამის შესახებ განცხადება კუბლაშვილმა დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.
მის მიერ მომზადებული კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც რამდენიმე კანონში ითვალისწინებს ცვლილების შეტანას, ოთხი პრინციპის განხორციელებას გულისხმობს: 1. იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის საკითხი; 2. შრომის ანაზღაურება საბანკო ანგარიშსწორებით; 3. შავი ბუღალტერიის მეშვეობით კრედიტების გაცემის აკრძალვა; 4. უძრავი ქონების შესყიდვა ბანკის საშუალებით.
კუბლაშვილის განმარტებით, ცვლილებები ოთიხვე საკითხთან დაკავშირებით შედის. როგორც კუბლაშვილი განმარტავს, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება იმ ვადას, როდესაც ქონება იპოთეკით იქნა დატვირთული. დღეს მოქმედი კანონმდებლობით აღინშნული ქონების რელაიზაციისას პრიორიტეტები ენიჭება საგადასახადო სამსახურს. კუბლაშვილის თავდაპირველი ინიციატივით საგადასახადო სამსახურს ეს პრიორიტეტი საგადასახადო სამსახურს ერთმეოდა. მისი განმარტებით კი, კანონპროექტში უკვე შვევიდა ცვვილება, რომლის თანახმადაც, განმსაზღვრელი იქნება ვადა, თუ როდის მოხდა ქონების იპოთეკით დატვირთვა, ანუ თუ ქონება იპოთეკით დაიტვირთა საგადასახადო დავალიანების გაჩენამდე, მისი რეალიზაციისას პრიორიტეტი მიენიჭება ბანკს, თუ არა და საგადასახადოს.
რაც შეეხება მეორე ცვლილებას, რომლის თანახმადაც, კუბლაშვილის ინიციატივით, შრომის ანაზღაურება საბანკო ანგარიშსწორებით უნდა მომხდარიყო, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში, ვალდებულება დარჩება მხოლოდ საჯარო სექტორზე. რაც შეეხება კერძო სექტორს, ეს საკითხი გადაწყდება მხარეების შეთანხმებით.
მესამე საკითხი ეხება შავი ბუღალტერიის მეშვეობით კრედიტების გაცემის აკრძალვას. თუმცა კუბლაშვილის თქმით, ეს პრინციპი კანონპროექტიდან მთლიანად იქნება ამოღებული, ვინაიდან დღესდღეობით არ არსებობს მექანიზმი, მოხდეს იმის გაკონტროლება, კრედიტის გაცემისას ბანკმა გამოიყენა თუ არა შავი ბუღალტერია.
მეოთხე საკითხი შეეხება უძრავი ქონების შესწყიდვას საბანკო ანგარიშსწორებით. ეს საკითხი, კუბლაშვილის განმარტებით, ჯერჯერობით დარჩება უცვლელი, რაც იმას ნიშნავს, რომ უძრავი ქონების გაყიდვისას ანგარიშსწორების ბანკის საშუალებით განხორციელება იქნება აუცილებელი ვალდებულება. თუმცა მეორე მოსმენისთვის დაზუსტდება ორი საკითხი - რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ბინები იცვლება და თუ მხარეები თანმხდებიან თანხის ნაწილ-ნაწილ გადახდაზე.