ოსკაროსანმა მსხიობმა ანჯელინა ჯოლიმ უკრაინაში მოგზაურობის შთაბეჭდილებებზე საუბრისას მას „რთული, მაგრამ შთამაგონებელი“ უწოდა.
მსახიობი უკრაინას გაერო-ს სპეციალური წარმომადგენლის რანგში ესტუმრა და ხაზგასმით აღნიშნა უკრაინელი ხალხის გამძლეობა და სიცოცხლის სიყვარული.
ვიზიტის დროს ჯოლი ომით დაზარალებულ ბავშვებსა და ოჯახებს, ასევე მედიცინის სფეროს წარმომადგენლებსა და მოხალისეებს შეხვდა.
მსახიობმა მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინელებს და ხაზი გაუსვა ჰუმანიტარული დახმარებისა და ომის მსხვერპლთა მხარდაჭერის აუცილებლობას.
ჯოლიმ აღნიშნა, რომ ყველა სირთულის მიუხედავად, უკრაინაში სულის სიმტკიცე და იმედი დაინახა, რაც მისი მთავარი შთაგონება გახდა.
„ამ კვირაში უკრაინაში მიკოლაივსა და ხერსონს ვესტუმრე, რათა ფრონტის ხაზზე მცხოვრებ ოჯახებს შევხვედროდი. დრონების საფრთხე მუდმივი და საგრძნობი იყო. ცაში დაბალი გუგუნის ხმა ისმის. ადგილობრივები ამას „ადამიანთა საფარის“ უწოდებენ, რადგან დრონები გამოიყენება ადამიანების მუდმივი თვალთავლისთვის, მათთზე სანადიროდ და დასაშინებლად“, - წერს ანჯელინა ჯოლი Instagram-ზე.