,,ქართული ოცნების" მთავარი ამოცანა არ არის ,,ნაციონალური მოძრაობის" სახის შენარჩუნება", _განაცხადა პარლამენტში მიმდინარე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ფრაქცია ,,ქართული ოცნება-ეროვნული ფორუმის" წევრმა გუბაზ სანიკიძემ და აღნიშნა, რომ სარეიტინგო კენჭისყრის დაყენებით ,,ნაციონალური მოძრაობა" ,,სახის შენარჩუნებას" ცდილობს.
,,ქართული ოცნების" მთავარი ამოცანა არ არის ,,ნაციონალური მოძრაობის" სახის შენარჩუნება. ეს თქვენი პრობლემაა, ეს თქვენ უნდა მოიფიქროთ როგორ შეინარჩუნოთ სახე. ძალიან ნიჭიერი ხალხი ხართ. ბევრი ვითარებიდან გამოსავალი მოგიძებნიათ. ჩვენ ხომ ვიცით რატომ აკეთებთ ამას, ღიად ვთქვათ და ჩვენს მოსახლეობასაც ვუთხრათ, იმიტომ, რომ ახალა, თითქმის მთელი საქართველო ტელეეთერებთან სხედან, ტელევიზორებს უყურებენ და ჩვენი მოსახლეობის უმეტესობას ჰგონია ეს საკთხი დღეს თუ ვერ გავიდა, მეორედ მოსვლა დაიწყება, არავითარ შემთხვევაში. გაგრძელდება ის რაც არის ახლა, უბრალოდ უფრო მოგვიანებით მოხდება ცვლილებების შემოსვლა საკანონმდებლო სივრცეში", -განაცხადა სანიკიძემ.