საქართველოს მთავრობა მუშობს ტერიტორიული მთლიანობის ახალ სტრატეგიაზე, _ განაცხადა საქართველოს პარლანეტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ აშშ-ში სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, საუბარია აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ყოვლისმომცველ სტრაგეტიგულ ურთიერთქმედებებზე. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საქართველოს დესუვერენიზაციის თემა განხიული იყო პოლიტიკურ საკითხებში აშშ-ის სახელწმიფო მდივნის მოადგილესთან უილიამ ბერნსთან და ნაციონალურ და უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწე ჯეიმს ჯონსთან გამართული შეხვედრებისას.
სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში ბაქრაძემ აღნიშნა, რომ იგი საჯაროს არ ისაუბრებს გამართული შეხვედრის დეტალებზე, თუმცა დასძინა, რომ "აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია სრულად უჭერს მხრას საქართველოს სუვენერიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიაანობას."
"ამ საკითხებში ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან არავითარი აზრთა სხვადასხვაობა არ გვაქვს", _ განაცხადა ბაქრაძემ და აღნიშნა, რომ ბარაკ ობამას გუნდი, ისევე როგორც ჯორჯ ბუშის ადმინისტრაცია გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერის პოლიტიკას.
"ჩვენ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ეს პოლიტიკა გაგრძელდება", _ განაცხადა ბაქრაძემ. მისივე თქმით, უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, ურთიერთობები ვაშინგტონსა და თბილისს შორის დღეისათვის ბრწყინვალედ ვითარდება.