,,სარეიტინგო კენჭისყრის დაყენება არასწორია", -განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს სოფელ თამარისში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას ,,ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივის საპასუხოდ და აღნიშნა, რომ საპარლამენტო უმრავლესობას მათთვის ხმები არ მოუთხოვია.
,,სარეიტინგო კენჭის ყრის დაყენება არასწორია. თუ უნდათ ხმა მისცენ, თუ არ უნდა ნუ მისცემენ. ამით თავის პარტიას თვის სახეს აჩვენებენ მხოლოდ. არავის მოუთხოვია მათთვის ხმები. ისინი ამ ქვეყნის შვილები არიან და მოიქცნენ ისე, როგორც თვლიან და არ სჭირდება ამას ზედმეტი გარეკლამება", _განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.