თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, დაგეგმილი ოლიმპიადის წინააღმდეგ მოსალოდნელ საფრთხედ ტერორისტული შესაძლო, პოტენციური საფრთხე რჩება.
როგორც მან პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებთან მიმდინარე შეხვედრისას აღნიშნა, მოსალოდნელი საფრთხეების პრევენციასთან დაკავშირებით, თავდაცვის სამინისტროს შსს-სთან ერთად, კომპლექსური ურთიერთობა აქვს.
"აქედან გამომდინარე, ჩვენ შსს-სთან ერთად გვაქვს ძალიან ძლიერი კომპლექსური ურთიერთქმედება და ყველა მოსალოდნელი საფრთხე საქართველოს ტერიტორიაზე და მათ შორის, კიდევ ერთხელ ვგულისხმობ, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მაქსიმალურად იყოს გათვლილი და მაქსიმალურად ჩაერთოს საქართველო რეგიონულ პარტნიორებთან ერთად - თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი ასეთი საფრთხის პრევენციაში", - განაცხადა ალასანიამ.
მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით, სამინისტრომ დაგეგმარებაც დაიწყო, ამიტომ მათი ვიზიტების დროს თურქეთში, სომხეთშიც და აზერბაიჯანშიც ანალოგიური უსაფრთხოების საკითხებიც განიხილებოდა.