საქართველოს ფინანსთა მინსტრი შეხვდა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) აღმოსავლეთ და ცენტრალური აზიის და კავკასიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს, კაე იანაგისავას.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში JICA-ს მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის მონაკვეთის მშენებლობის მიმდინარეობის საკითხები.
ასევე განხილულ იქნა JICA-სთან შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. ამ მიმართულებით ფინანსთა მინისტრმა და გენერალურმა დირექტორმა ისაუბრეს JICA-ს მიერ საქართველოში ახალი პროექტის დაფინანსების საკითხზე. ერთ-ერთ პრიორიტეტულ სფეროდ განიხილება საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება.