მსოფლიოში უმსხვილესი კომპანია Japan Tobacco International-ი მზად არის საქართველოში ახალი ბიზნეს მოდელით ოპერირება დაიწყოს. განცხადება ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში კომპანიის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთდა.
მუცუო ივაი თბილისში ოფიციალური ვიზიტით პირველად ჩამოვიდა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს შეხვდა. გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრაზე საუბარი ინვესტიციებს შეეხო. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ კომპანიის ნაწარმის რეექსპორტი საქართველოდან განხორციელდება.
„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა. საქართველოს მთავრობა დაინტერესებულია ჩვენთან თანამშრომლობით, ბიზნეს კლიმატის გაუმჯობესებით და ახალი ინვესტორების მოზიდვით. ცოტა ხნის წინ გადაწყვიტა Japan Tobacco International-მა ბიზნესის მოდერნიზება. მოხარულები ვართ, რომ მთავრობა ჩართულია ამ პროცესებში და მზადყოფნა გამოთქვეს ამ კუთხით დაიხვეწოს კანონმდებლობა, რომელიც ჩვენს ბიზნეს საქმიანობას ეხება" - განაცხადა მუცუო ივაიმ.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, Japan Tobacco International-ი საქართველოში 100-მდე ადამიანს დაასაქმებს. „დასაქმებულთა 90 % საქართველოს მოქალაქე იქნება. რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. რაც, ასევე, დადებითად იმოქმედებს საქართველოს სავაჭრო ბალანსზე" - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
Japan Tobacco International-ი მსოფლიოში წამყვანი თამბაქოს მწარმოებელია. კომპანია ჟენევაში მდებარეობს და საკუთარ ბრენდებს 120 ქვეყანაში ყიდის. Japan Tobacco International-ს სხვადასხვა ქვეყანაში სიგარეტის მწარმოებელი 24 ქარხანა და 90 ოფისი აქვს. კომპანიას მსოფლიოს მასშტაბით 25 ათასზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.