,,სამწუხაროა, რომ არჩევნებიდან ხუთი თვის შემდეგ ,,ნაციონალური მოძრაობა" ბედავს ასეთი ტექსტებით საუბარს", -განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ,,დემოკრატიული მოძრაობის" პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ბაკურ ბაკურაძემ ,,ნაციონალური მოძრობის" წევრების განცხადების კომენტირებისას და აღნიშნა, რომ უტიფრობაა, საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან საუბარი იმაზე, რომ კრიმინალის წახალისება ხდება.
,, სამწუხაროა, რომ არჩევნებიდან ხუთი თვის შემდეგ ,,ნაციონალური მოძრაობა" ბედავს ისეთი ტექსტებით საუბარს, რითაც საუბრობს. უტიფრობაა ,,ნაციონალური მოძრაობის" ვითომ დეპუტატების მიერ გაკეთებული კომენტარები შსს_ დაკავშირებით, თითქოს 400-ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმებით შემოიფარგლება და კრიმინალის წახალისებაზე მუშაობს. სამარცხვინოა, ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრების ასეთი განცხადებები, ძირითადად იმ ადამიანების, რომლებიც საფუძვლიანად Eეჭვმიტანილი არიან საზოგადოების მხრიდან სერიოზულ დანაშაულებებში. სამწუხაროა, რომ ეს ადამიანები ჯერ კიდევ არ წარმსდგარან მართლმსაჯულების წინაშე. სამარცხვინოა, გირგვლიანის მკვლელების ციხიდან გამომშვებების მხრიდან დღევანდელ შსს უნიათობაზე საუბარი", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან' საუბარში ბაკურ ბაკურაძემ და აღნიშნა, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის"' კისერზეა შვიდი ნოემბერი, ექსი მაისისა და 26 მაისის სისხლიანი სადამსჯელო ღონისძიება.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმცირესობის განცხადებით, ქვეყანაში კრიმინალის წახალისება ხდება და კრიმინოგენური ვითარება გაუარესებულია.