საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძის განცხადებით, სარეიტინგო კენჭისყრა რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურაა.
ამის შესახებ მან დღეს "მაესტროს" პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
"როგორც ვიცი რეგლამენტი ითვალისწინებს სარეიტინგო კენჭისყრას. ამიტომ, ეს იქმება რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურა და დარღვევას არ ექნება ადგილი", - აღნიშნა კოჟორიძემ.
საქართველსო პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს ხვალ პირველი მოსმენით განიხილავს.
საპარლამენტო უმცირესობა აცხადებს, რომ ცვლილებებს "ნაციონალური მოძრაობის" იმდენი წევრის მხარდაჭერა ექნება, რამდენიც კოალიცია "ქართულ ოცნებას" კონსტიტუციური უმრავლესობისთვის დასჭირდება.
საჭირო ხმების დასადგენად კი, "ნაციონალური მოძრაობა" უმრავლესობას ე.წ სარეიტინგო კენჭისყრას სთავაზობს.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ხმების გარეშე საკონსტიტუციო ცვლილებები ვერ გავა.