მსოფლიოში ყველაზე ძვირი პური ვენესუელის დედაქალაქ კარაკასშია, სადაც ერთი კილო პურის საშუალო ფასი 9,40 დოლარია, ხოლო ყველაზე იაფი კი - ინდოეთის ქალაქ მუმბაიშია, სადაც 1 კგ. პურის ღირებულება საშუალოდ 0,86 დოლარია. ირკვევა, რომ 2013 წლისთვის ყველაზე ძვირ ქალაქად დასახელებულ ტოკიოში, 1 კგ. პურის ფასი 9,06 დოლარია. პარიზში, რომელიც სიძვირით მეორე ადგილზეა 1 კგ პურის ღირებულება 8,95 დოლარია, ოსაკაში - 7,94 დოლარი, ოსლოში - 6,31 დოლარი, ციურიხში - 6,08 დოლარი, ჟენევაში - 5,63 დოლარი, სიდნეიში - 5,03 დოლარი, მელბურგში - 4,87 დოლარი, სინგაპური - 3,25 დოლარი.
სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, მუმბაიში 1 კგ. პურის ფასი 0,86 დოლარია, ნიუ-დელიში - 1,11 დოლარი, კატმანდუში - 1,21 დოლარი, ჯიდაში - 1,33 დოლარი, თეირანში - 1,55 დოლარი, ყარაჩიში - 1,76 დოლარი, ალჟირში - 1,89 დოლარი, ბუქარესტში - 1,92 დოლარი, ხოლო კოლომბოში - 2,27 დოლარი.
შეგახსენებთ, 2013 წლისთვის, მსოფლიოს ყველაზე ძვირ ქალაქად ტოკიო დასახელდა. იაპონიის დედაქალაქი უკვე 20 წელია ამ რეიტინგის ლიდერია. ამ დროისათვის, ტოკიოს კონკურენციას ციურიხი, პარიზი და ოსლო უწევენ.
კვლევის დროს ყურადღება 131 ქალაქში, 160 დასახელების საქონლის ფასებზე იქნა გამახვილებული. გასულ წელთან შედარებით, რეიტინგში ჩამოქვეითდნენ ციურიხი და ჟენევა. საერთოდ, ბოლო რეიტინგებში გამოიკვეთა ტენდენცია, რომ ევროპული ქალაქები აზია-წყნარი რეგიონის მეგაპოლისებს უთმობენ ადგილს.
საბოლოო ჯამში კი, ყველაზე ძვირი ქალაქების ათეული ასე გამოიყურება: 1.ტოკიო; 2. ოსაკა; 3. სიდნეი; 4. ოსლო; 5. მელბურნი; 6. სინგაპური; 7. ციურიხი, 8. პარიზი; 9. კარაკასი; 10. ჟენევა.
ხოლო ყველაზე იაფი ქალაქების ათეულში შევიდნენ: 1. ყარაჩი; 2. მუმბაი; 3. ნიუ-დელი; 4. კატმანდუ; 5. ალჟირი; 6. ბუქარესტი; 7. კოლომბო; 8. პანამა; 9. ჯიდა; 10. თეირანი.