საწვავი ყველაზე იაფი, 2013 წლისთვის ერთ-ერთ ყველაზე ძვირიან ქალაქ კარაკასშია. როგორც ირკვევა, სიძვირის მიხედვით კარაკასი ტოპ-10-ში მე-9 ადგილზეა, თუმცა საწვავის სიიაფის მიხედვით პირველ ადგილზეა. კარაკასში 1 ლიტრი ბენზინის ღირებულება 0,02 დოლარია. ყველაზე ძვირიანი ქალაქების რეიტინგში ყველაზე ძვირი ბენზინი ოსლოშია, სადაც 1 ლიტრი ბენზინის ღირებულება 2,61 დოლარია. რაც შეეხება 2013 წლისთვის ყველაზე იაფიანი ქალაქების რეიტინგს, აქ ბენზინი ყველაზე იაფი ჯიდაშია, სადაც1 ლიტრი ბენიზნის ღირებულება 0,13 დოლარია, ხოლო ყველაზე ძვირი - ბუქარესტშია, სადაც 1 ლიტრი ბენზინის ფასი 1,71 დოლარს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ 2013 წლისთვის, მსოფლიოს ყველაზე ძვირ ქალაქად ტოკიო დასახელდა. იაპონიის დედაქალაქი უკვე 20 წელია ამ რეიტინგის ლიდერია. ამ დროისათვის, ტოკიოს კონკურენციას ციურიხი, პარიზი და ოსლო უწევენ.
კვლევის დროს ყურადღება 131 ქალაქში, 160 დასახელების საქონლის ფასებზე იქნა გამახვილებული. გასულ წელთან შედარებით, რეიტინგში ჩამოქვეითდნენ ციურიხი და ჟენევა. საერთოდ, ბოლო რეიტინგებში გამოიკვეთა ტენდენცია, რომ ევროპული ქალაქები აზია-წყნარი რეგიონის მეგაპოლისებს უთმობენ ადგილს.
საბოლოო ჯამში კი, ყველაზე ძვირი ქალაქების ათეული ასე გამოიყურება: 1.ტოკიო; 2. ოსაკა; 3. სიდნეი; 4. ოსლო; 5. მელბურნი; 6. სინგაპური; 7. ციურიხი, 8. პარიზი; 9. კარაკასი; 10. ჟენევა.
ხოლო ყველაზე იაფი ქალაქების ათეულში შევიდნენ: 1. ყარაჩი; 2. მუმბაი; 3. ნიუ-დელი; 4. კატმანდუ; 5. ალჟირი; 6. ბუქარესტი; 7. კოლომბო; 8. პანამა; 9. ჯიდა; 10. თეირანი.
მასალის გამოყენების პირობები