,,უპრიანი იქნება თუ ,,ქართული ოცნება", ,,ნაციონალური მოძრაობის" წინადადებას დასთანხმდება", -განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ საპარლამენტო ოპოზიციის ინიციატივის კომენტირებისას.
,,ბიძინა ივანიშვილის გუნდში არ ვიცი რა თვალსაზრისები განიხილება, მაგრამ თუ გავითვალისწინეთ, რომ პრემიერ-მინისტრის გუნდი ნელ-ნელა მოქმედებს და ფინიშისკენ ნელ-ნელა მიდის, ამ შემთხვევაშიც აჩქარება და რადიკალური მოქმედები არ ივარგებს და დათანხმება უფრო უპრიანი იქნება", -განაცხადა რამაზ საყვარელიძემ და აღნიშნა, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა" სარეიტინგო კენჭისყრის დაყენებით სახის შენარჩუნებას ცდილობს.
,,საკონსტიტუციო ცვლილებები სარეიტინგო კენჭისყრის გარეშე, რომ ჩატარდეს კოალიციამ შეიძლება მართლა 150 ხმა მიიღოს, რაც ნიშნავს იმას, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა" დაშლის ზღვარზეა. სარეიტინგო კენჭისყრით კი ,,ნაციონალური მოძრობისგან" კოალიცია ,,ქართული ოცნება" ცვლილებებისთვის ზუსტად იმდენ ხმას მიიღებს, რაც სჭირდება, თან სახესაც შეინარჩუნებენ", -განაცხადა საყვარელიძემ.