,,ჩვენ მომხრე ვართ, რომ კონსტიტუციაში ცვლილება შევიდეს", -განაცხადა პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი ვაშაძემ და აღნიშნა, რომ უმცირესობაა მზადაა ცვლილებების განსახორციელებლად კოალიციას მისცეს იმდენი ხმა რაც საჭიროა ცვლილებების განსახორციელებლად.
,,საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საკითხი არის ძალიან მარტივი. ჩვენ მხარს ვუჭერთ საკონსტიტუციო ცვლილებებს, მაგრამ ამასთან ერთად ვამბობთ, რომ წინასწარ ჩატარდეს სარეიტინგო კენჭის ყრა. რაც ნიშნავს სარეიტინგო კენჭის ყრა? ეს აის რეპეტიცია იმისა, თუ რამდენი ხმა აქვს უმრავლესობას, რომ გავიდეს საკონსტიტუციო ცვლილებები", _განაცახდა ვაშაძემ, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებებსაც გამოეხმაურა, თითქოს სარეიტინგო კენჭისყრის გამოცხადებით რეგლამენტი დაირღვა.
,, საქართველოში საკმარისზე მეტი იურისტია იმისთვის, რომ ყველამ წაიკითხოს რეგლამენტის ნორმა, სადაც პირდაპირ წერია არა მარტო ალტერნატივების, არამედ სხვა შემთხვევაშიც პარლამენტის თავმჯდომარეს უფლება აქვს დააყენოს სარეიტინგო კენჭისყრის საკითხი", -განაცხადა ვაშაძემ.