,,არ გამოვრიცხავ, ბიძინა ივანიშვილმა ბოლომდე იბრძოლოს და სარეიტინგო კენჭისყრას არ დასთანხმდეს", - განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ექსპერტმა პოლიტიკის საკითხებში ხათუნა ლაგაზიძემ ,,ნაციონალური მოძრაობის"' ინიციატივის კომენტირებისას და აღნიშნა, რომ საპარლამენტო ოპოზიციას შეეძლო საკონსტიტუციო ცვლილებთან დაკავშირებით კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი ეთქვათ.
,, სარეიტინგო კენჭისყრის დაყენების მიზანი არის საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, ასეთ შემთხვევაში კოალიცია ,,ქართული ოცნება" ,,ნაციონალური მოძრაობის" შეთავაზებას უნდა დათანხმდეს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ სტილს ვიცნობ, იგი ყოველთვის ბოლომდე აწვება. ეს არის მისი როგორც ბიზნესში, ასევე პოლიტიკაში გამარჯვების საიდუმლო. ბიძინა ივანიშვილისთვის გამარჯვებასაც კი გარკვეული წონა აქვს. ამიტომ სარეიტინგო კენჭისყრაზე გამარჯვება პრემიერისთვის შესაძლოა საკმარისი არ იყოს, რადგან უფრო თავბრუდამხვევი გამარჯვება სურდეს. ამიტომ არ გამოვრიცხავ, ბიძინა ივანიშვილმა ბოლომდე იბრძოლოს და სარეიტინგო კენჭისყრას არ დასთანხმდეს და მაინც მიიღოს ის შედეგი რას სურს", -განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ლაგაზიძემ და აღნიშნა, რომ ,,ნაციონალურ მოძრაობას" შეეძლო, რომ კენჭისყრაში მონაწილეობაზე საერთოდ უარი ეთქვა.
,, ,,ნაციონალურ მოძრაობას" შეეძლო, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კენჭისყრაზე საეროდ უარი ეთქვათ. ასეთ შემთხვევაში უზარმაზარი რისკი არსებობა, რომ კოალიცია საკონსტიტუციო ცვლილებები ვერ გაეტანა. ის, რომ ,,ნაციონალურმა მოძრაობამ" უარი არ თქვა კენჭისყრაში მონაწილეობაზე ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილს საპარლამენტო ოპოზიციაში პოზიციები აღარ აქვს. სხვათა შორის ველოდი, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა" კენჭისყრაზე უარს იტყოდა, მაგრამ უმცირესობაში იმდენადაა დაწყებული რღვევის პროცესი, რომ ამ საკითხის დაყენებაც კი ვერ შეძლეს"', _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ხათუნა ლაგაზიძემ.