,,პრეზიდენტი სარეიტინგო კენჭისყრის საკითხის დაყენებით ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრებს გაურიგდა", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ექსპერტმა პოლიტიკის საკითხებში ხათუნა ლაგაზიძემ ,,ნაციონალური მოძრაობის"' ინიციატივის კომენტირებისას და აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებით ცდილობს ,,სახე შეინარჩუნოს".
,,ცალსახაა, რომ მიხეილ სააკაშვილი მიხვდა, რომ ფრაქცია თავზე ექცევა. ალბათ, ,,ნაციონალური მოძრაობის" საკმაოდ დიდი რაოდენობა აძლევს ხმას საკონსტიტუციო ცვლილებებს. ამიტომ მიხეილ სააკაშვილს სურს სახე შეინარჩუნოს და სწორედ ამ მიზანს ემსახურება სარეინტიგო კენჭისყრის დაყენება", -განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ და აღნიშნა, რომ ფრაქაცია ,,ნაციონალური მოძრაობა" დაშლის ზღვარზეა.
,, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კენჭისყრა თუ პირდაპირ მოხდება ეს იქნება არა ,,ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის ერთიანი არამედ კონკრეტული დეპუტატების პირადი პასუხისმგებლობა და პირადად ხმის მიცემა საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ უმცირესობა იშლება. შეიძლება ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის" დაშლის პროცესი საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრასთან ერთად არ გაფორმდეს, მაგრამ, ფაქტობრივად, ეს ნიშნავს სააკაშვილის პოლიტიკურ კატასტროფას. საკონსტიტუციო ცვლილებებზე კენჭისყრა, რადგან გარადაუვალია, ამიტომ პრეზიდენტი სთავაზობს უპირველეს ყოვლისა თავის დეპუტატებს, კი ბატონო მიეცით ხმა საკონსტიტუციო ცვლილებებს, მაგრამ მე სახე შემინარჩუნეთ და ფორმალურად მაინც შევინარჩუნოთ ფრაქცია", -განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში.