მე, პირადად სარეიტინგო კენჭისყრის საკითხის დაყენების წინააღმდეგი ვარ", - განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში პარლამენტის წესებისა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირინა იმერლიშვილმა ,,ნაციონალური მოძრაობის' ინიციატივის კომენტირებისას.
,, მე, პირადად სარეიტინგო კენჭისყრის საკითხის დაყენების წინააღმდეგი ვარ. ,,ნაციონალურ მოძრაობას" საკონსტიტუციო ცვლილებებს თუ უნდათ მისცენ ხმა, თუ უნდათ ნუ მისცემენ. კონსტიტუცია ის დოკუმენტი არ არის, რომელსაც ხან მისცემ ხმას, ხან არა", -განაცხადა ირინა იმერლიშვილი და აღნიშნა, რომ ,,ნაციონალურმა მოძრაობამ" უნდა დაასაბუთოს რატომ არის საჭირო სარეიტინგო კენჭისყრა.
,,ნაციონალურმა მოძრაობამ" უნდა დაასაბუთოს რატომ არის საჭირო სარეიტინგო კენჭისყრა. ამის საჭიროებას მე ნამდვილად ვერ ვხედავ", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ირინა იმერლიშვილმა.