2012
წლის IV კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 7 253,3 მლნ. ლარი
შეადგინა. ამავე პერიოდში, მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა წინა წლის
შესაბამისი კვარტალის მიმართ 2,8 პროცენტის, ხოლო
დეფლატორის ზრდა0,8 პროცენტის
დონეზე დაფიქსირდა.
"საქსტატის" ინფორმაციით, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით
გამოირჩევა ვაჭრობა(17,2 პროცენტი) და მრეწველობა(16,9 პროცენტი). შემდგომ პოზიციებს
იკავებს სახელმწიფო მმართველობა(12,7 პროცენტი), ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა(9,4 პროცენტი), მშენებლობა(8,8 პროცენტი), სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა(7,7 პროცენტი).
როგორც
სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში განმარტავენ, მნიშვნელოვანი ზრდა
აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: სამთომოპოვებითი მრეწველობა
(19,3
პროცენტი), საფინანსო
საქმიანობა (11,3 პროცენტი), სხვა კომუნალური, სოციალური და
პერსონალური მომსახურების გაწევა(7,8 პროცენტი), კავშირგაბმულობა(7,1 პროცენტი), სასტუმროები და რესტორნები(7,0 პროცენტი), დამამუშავებელი
მრეწველობა(6,5 პროცენტი),
ვაჭრობა(5,4 პროცენტი). კლება
დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: ელექტროენერგიის, აირისა და
წყლის
წარმოება და განაწილება (6,2 პროცენტი), შინამეურნეობების მიერ პროდუქციის გადამუშავება(4,1 პროცენტი), სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა(3,9 პროცენტი), მშენებლობა(2,5 პროცენტი).