საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად ძიძიგურის განცხადებით, უმრავლესობა სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დღევანდელ ბიუროს სხდომაზე მიიღებს.
როგორც მან აღნიშნა, სარეიტინგო კენჭისყრის საკითხი სამართლებრივი ნიუანსია, რომელზეც საპარლამენტო უმრავლესობამ უნდა იმსჯელოს.
"არ ვიცი სარეიტინგო კენჭისყრა არის თუ არა სავალდებულოი რეგლამენტის მიხედვით. ეს არის იურიდიული, სამართლებრივი ნიუანსი, რომელზეც უნდა ვიმსჯელოთ, მე ვფიქრობ. ბიუროს სხდომაზე ამ საკითხთან დაკავშირებით მივიღებთ გადაწყვეტილებას", - განაცხადა ძიძიგურმა.
მისი თქმით, საპარლამენტო უმცირესობას რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება აქვს მიღებული ეს ძალიან საინტერესოა.
საქართველსო პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს დღეს პირველი მოსმენით განიხილავს.
საპარლამენტო უმცირესობამ საქართველოს პრეზიდენტთან ერთად გვიან ღამით გამართული კონსულტაციების შემდეგ განაცხადა, რომ ცვლილებებს "ნაციონალური მოძრაობის" იმდენი წევრის მხარდაჭერა ექნება, რამდენიც კოალიცია "ქართულ ოცნებას" კონსტიტუციური უმრავლესობისთვის დასჭირდება.
საჭირო ხმების დასადგენად კი, "ნაციონალური მოძრაობა" უმრავლესობას ე.წ სარეიტინგო კენჭისყრას სთავაზობს.