სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი, დღეს პარლამენტს ეწვევა.
მინისტრი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიისა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომას დაესწრება.
გიორგი ვოლსკის განცხადებით, შეკითხვები, ძირითადად, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის, ეროვნული უმცირესობებისა და რეგიონული საკითხების თაობაზე იქნება.
,,პაატა ზაქარეიშვილი სახელმწიფო მინისტრი გაგვაცნობს ინფორმაციას ჟენევის მორიგი რაუნდის თაობაზე. გვაინტერესებს მისი ხედვები სამშვიდობო პროცესის განვითარებასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ ასევე შეკითხვები იქნება, ეროვნული უმცირესობებისა და რეგიონულ საკითხებთან დაკავშირებით, რომლითაც დაკავბული სახელმწიფო მინისტრის აპარატი", -განაცხადა ჟურნალისტებთან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიისა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ვოლსკმა.