საპარლამენტო უმრავლესობა სარეიტინგო კენჭისრყის წინააღმდეგია. როგორც უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა, საპარლამენტო უმრავლესობის წინადადება რეგლამენტის დარღვევაა და ამიტომ "იქნება ერთი კენჭისყრა, არსებითი ხასიათის კენჭისყრა, რომელსაც მოჰყვება სამართლებრივი შედგები"
"ნაციონალური მოძრაობის ეს წინადადება, ამ შემთხვევაში რეგლამენტის დარღვევას წარმოადგენს იქიდან გამომდინარე, რომ სარეიტიგნო კენჭისყრა შეიძლება ჩაატაროს პარლლამენტის თავმჯდომარემ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ არის ალტერნატიული წინადადება. რადგან ალტერნატიულ წინადადებასთან არ გვაქვს საქმე, არავითარი გამართლება სარეიტინგო კენჭისყრას არ აქვს და ჩვენ ვამბობთ, რომ იქნება ერთი კენჭისყრა, არსებითი ხასიათის კენჭისყრა, რომელსაც მოჰყვება სამართლებრივი შედგები", - განაცხადა უმრავლესობის წევრმა ქუცნაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმცირესობამ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს მხოლოდ სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარების შემდეგ.
"ჩვენ მოვითხოვთ ოფიციალურად, სარეიტინგო კენჭისყრას, ოფიციალური კენჭისყრის წინ. სადაც დაფიქსირდება რამდენი ხმა აქვს უმრავლესობას და რამდენი ხმა სჭირდება საკონსტიტუციო კვორუმისთვის და მზად ვართ მივცეთ ზუსტად იმდენი ხმა რამდენი ხმაც აკლიათ იმისთვის, რომ ეს ცვლილება გავიდეს. თუ მათ აქვთ ასზე მეტი ხმ,ა როგორც ამბობენ, ღმერთმა გაუმარჯოს, ე.ი. მართლა არ ვჭირდებით და მიიღებენ ამ ცვლილებას", - განაცხადა დავით ბაქრაძემ. მისივე თქმით, სრეიტინგო კენჭისყრის ჩატარება აუცილებელია რადგან გამოჩნდეს, რმდენი ხმა სჭირდებათ და გმაოჩნდეს ის, რომ ორივე ძალა იღებენ ამ საკონსტიტუციო ცვლილებას.
"ოღონდ ამ ნაბიჯს ვდგამთ ორივე ერთად და არა ისე, როგორც თქვენ გინდათ - თქვენ გადადგათ ნაბიჯი და ჩვენ გადაგვათრიოთ ამოგრეხილი ხელებით... თუ თქვენთვის არის მნიშვნელოვანი საკონტიტუციო ცვლილების მიღება და არა ოპოზიციის დამცირება და გატეხვა თქვენ საკონსტიტუციო ცვლილებებს მიიღებთ. თუ თქვენი ამოცანაა ოპოზიციის გატეხვა და დამცირება, უკაცრავად, მაგრამ თქვენ ამას ვერ მიიღებთ", - განაცხადა ბაქრაძემ.