,,პრეზიდენტის განცხადება უთავმოყვარეო იყო', -განაცხადა ჟურნალისტებთან კოალიცია ,,ქართული ოცნების" წევრმა ვიქტორ დოლიძემ პრეზიდენტის განცხადების კომენტირებისას და აღნიშნა, რომ წერილების საშუალებით დიპლომატური პრაქტიკა გამართლებულია.
,,უთავმოყვარეო განცხადება იყო, როგორი უთავმოყვარეო პრეზიდენტიცაა, სამწუხაროდ. წერილების წერა, პოზიციების დაფიქსირება წერილებით ნორმალური დიპლომატიური პრაქტიკაა. ამიტომ უთავამოყვარეო განცხადება იყო, ერთი უთავმოყვარეო მოქალაქის", _განაცხადა დოლიძემ.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრისა და ევროპარლამენტარებს შორის მიმოწერას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ ტონით ევროპელებთან საუბარი არ შეიძლება.