ქვეყნის სტრატეგიის ამსახველი დოკუმენტის ძირითადად კოალიცია "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო პროგრამას დაეყრდნობა. დოკუმენტის შემუშავებაში სამოქალაქო სექტორისა და ექსპერტების ჩართულობის უზრუნველყოფად ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ფინანსთა მინისტრის მრჩეველთა საბჭოს ხვდებიან. როგორც ცნობილია, ქვეყნის სტრატეგიის ამსახველი დოკუმენტის შედგენაზე მუშაობა ფინანსთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დაავალა.
"ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილია მრჩეველთა საბჭო. ამ საქმეში აქტიურადაა ჩართული ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. თუმცა უნდა ითქვას, რომ ჩვენ არ ვიწყებთ სუფთა ფურცლიდან. ჩვენ მინიმუმ 2 სტრატეგიული დოკუმენტი უკვე გვაქვს. წინასაარჩევნოდ კოალიცია "ქართულ ოცნებას" და შემდგომ უკვე მთავრობას, რომელიც ჩამოაყალიბა "ქართულმა ოცნებამ", წონდა რამდენიმე პირორიტეტი: ესენია სოფლის მეურნეობა, ეს იყო სოციალური პრობლემების მოგვარება, ეს იყო ასევე განათლება. ჩვენ ყველა ამ მიმართულებას ცხადია სრულად ავსახავთ სტრატეგიულ დოკუმენტში"- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა შეხვედრის დაწყების წინ.