ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დღეს 14:00 საათზე პარლამენტში მივა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრებს შეხვდება.
მინისტრი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილ და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრებს და დეპუტატების შეკითხვებსაც უპასუხებს.
,,პრაქტიკულად, საკანონმდებლო ორგანოში ყოველკვირეულად ჩამოდიან სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელები, ის პირები რომლებიც ჩართულები არიან სხვადასხვა მოლაპარაკებებში, თუ პროგრამების განხორციელებაში და ინფორმაციას აწვდიან, როგორც უმრავლესობის ასევე უმცირესობის წარმომდგენლებს. ვფიქრობ, ეს პრაქტიკა უნდა ბოლომდე შევინარჩუნოთ და ამ კუთხით არც ბატონი სერგეენკო გამონაკლისი", -განაცხადა ჟურნალისტებთან კოალიცია ,,ქართული ოცნების" წევრმა ვიქტორ დოლიძემ.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმცირესობის წევრების შეკითხვებს გუშინ შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა.